Tuesday, 5 April 2016

მე-5 დღის რეფლექსია

ვისწავლე როგორ ხდება გამოყენებული ლიტერატურის მითითება პროექტით სწავლების დროს. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითი შაბლონის მიხედვით -  გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი). განვიხილეთ  წყაროს ციტირების კონკრეტული მაგალითი. გადმოვწერე ინტერნეტიდან პროექტისთვის საჭირო კონკრეტული თემატური სურათები და დავაფიქსირე კონკრეტული სურათის ინტერნეტ მისამართი. შევავსე გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.
სასწავლო ნიმუშების შედგენა  - პროექტის მიზნების გაცნობა ჯგუფებისათვის ( რა უნდა შეასრულო თვითოეულმა ჯგუფმა).  განვიხილეთ ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში შედგენილი სლაიდშოუ როგორ შეასრულა ჯგუფმა დავალება პროექტის მიზნებიდან გამომდინარე.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის გეგმა და შევადგინე საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდშოუს სახით.
ტრენინგის დიდი ნაწილი დაეთმო power point-ის ტექნიკური მხარის სესწავლას: სლაიდების გახსნა, მათი სტრუქტურა. შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილი ტექსტები და სურათები.

No comments:

Post a Comment