Tuesday 19 April 2016

მე-9 დღის რეფლექსია და ტრენინგის შეფასება

მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოების ბლოგზე ატვირთვა. მოვისმინეთ  პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთი.



ტრენინგის პერიოდში გვიღრმავე კომპიუტერული უნარ-ჩვევები. მივიღე ამომწურავი პასუხები კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა ბლოგს, დრაივს, ბუკლეტების და სხვა ელ. რესურსების სექმნას. დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის პროექტის მომზადების, განხორციელების, შეფასების შესწავლას. მიმაჩნია,რომ შემიძლია უკვე თეორიული ცოდნა განვახორციელო პრაქტიკაში. მადლობას ვუხდი ტრენერს, ნინო კაჟაშვილს, რომელმაც პროფესიონალურად ჩაატარა მთელი კურსი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავდ გადადით ბმულზე

Thursday 14 April 2016

8 დღე


პროდუქტიული დღე იყო.
დავასრულეთ პროექტის გეგმის  შევსება და მისი პორტფოლიოში ჩასმა.

 მოვახდინეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა, ბმულზე დადება, მისი ბლოგზე დადება. ერთმანეთს გავუგზავნეთ და ვნახეთ სხვისგან მიღებული კითხვარები.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday 12 April 2016

მე-7 დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება (სწავლის სხვადასხვა სტილი), ინტელის სახელმძღვანელოში ვნახეთ და შევისწავლეთ ნიმუშები მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის, შევქმენით საპრეზენტაციო შაბლონი.
შევავსეთ პროექტის გეგმა.
ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, დავამატეთ სურათები. ვისწავლეთ, თუ როგორ გავიგოთ ჩვენს ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა.  მოვახდინეთ ბლოგზე გამოკითხვების დადება, გაჯეტების გადაადგილება, წაშლა.

ბლოგზე დავდეთ საათი.

Thursday 7 April 2016

მე-6 დღის რეფლექსია

მოვახდინეთ მოსწავლის სლაიდშოუს სავარაუდო ნიმუშის შესრულება, განვიხილეთ ტექნიკური მხარე, გავიხსენეთ დიაგრამების აგება power point-ში, სლაიდშოუ ავტვირთეთ ბლოგზე.
გავეცანით და პრაქტიკულად მოვახდინეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკის შექმნა (ჩეკლისტი), მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
ვისწავლეთ power point-ში animation-ს ფუნქციები, გავაკეთეთ მაგალითები.