მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა
ტრენინგმა. დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ როგორ მოვიძიოთ პროექტში განსახორციელებელი სტანდარტები და ინდიკატორები.შევადგინეთ ჩვენი მიზნები
და ინდიკატორები, შედარება გავაკეთეთ ბლუმის ტაქსონომიასთან.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. განვიხილეთ
და ერთმანეთისგან გავრჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები (მოდული
2, აქტივობა 2, ნაბიჯი 1,2). ამასთან დაკავშირებით მივიღეთ დავალება.
განვიხილეთ gmail-ში drive-ის ფუნქცია, მასში
მასალის შეტანა, გამოყენება (წაშლა, რედაქტირება), გავაკეთეთ მაგალითი. ვისწავლეთ გაზიარება.
განვიხილეთ და ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.
No comments:
Post a Comment