Thursday, 31 March 2016

მე-4 დღის რეფლექსია

მოვახდინეთ საშინაო დავალების (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი შეკითხვები) განხილვა და გეგმაში შეტანა.
ტრენინგის დიდი ნაწილი დაეთმო შეფასების სტრატეგიებისა და მათი მეთოდების გაცნობა-გაგებას. მოვარგეთ ეს მეთოდები ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს. მივიღეთ დავალება - უშუალოდ დავწეროთ ჩვენი პროექტის გეგმა და აქტივობები ნასწავლის მიხედვით.
ტრენინგის ბოლო ნაწილი მოვანდომეთ შეფასების ინსტრუმენტების სესწავლას word-ში (გონებრ. იერიშის დიაგრამა, ვენის დიაგრამა, ცხრილი).


Tuesday, 29 March 2016

მე-3 დღის რეფლექსია


 მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა ტრენინგმა. დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ  როგორ მოვიძიოთ პროექტში განსახორციელებელი  სტანდარტები და ინდიკატორები.შევადგინეთ ჩვენი მიზნები და ინდიკატორები, შედარება გავაკეთეთ ბლუმის ტაქსონომიასთან.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. განვიხილეთ და ერთმანეთისგან გავრჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები (მოდული 2, აქტივობა 2, ნაბიჯი 1,2). ამასთან დაკავშირებით მივიღეთ დავალება.
განვიხილეთ gmail-ში drive-ის ფუნქცია, მასში მასალის შეტანა, გამოყენება (წაშლა, რედაქტირება), გავაკეთეთ მაგალითი. ვისწავლეთ გაზიარება.

განვიხილეთ და ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.

Thursday, 24 March 2016

მე-2 დღის რეფლექსია

მნიშვნელოვანი იყო იმ ავტორების გაცნობა, რომლებიც დაგვეხმარებიან სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში.განვიხილეთ პროექტის შინაარსი და შევავსეთ პროექტის გეგმა. ძალიან საინტერესო იყო საინფორმაციო ბუკლეტისა და გაზეთის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა (პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე)
 ნასწავლის მიხედვით მოვამზადეთ ბუკლეტი, რომელიც შეეხებბა პროექტის შინაარსის და მისაღწევი შედეგების მოსწავლეებისთვის გაცნობას.


Tuesday, 22 March 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ ტრენინგი ძალიან საინტერესოა. ვაუმჯობესებ ჩემს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ვაზუსტებ და ვიღებ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც მაინტერესებს პროექტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და შეფასების შესახებ. გამიჩნდა ინტერესი მისი უფრო ღრმად გაცნობისა და სასწავლო პროცესში ჩართვის შესახებ.გამოვყოფ ისეთ საკითხებს, როგორიცაა



ტრენინგის თემების ელექტრონული ვერსიის გაცნობა და მოხმარების წესები

პორტფოლიოს საქაღალდეებისა და ქვესაქაღალდეების შექმნა

პორტფოლიოს ჩეკლისტის განხილვა და მისი განთავსება საქაღალდეში

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვა და მისი განთავსება საქაღალდეში

არსებული პროექტების ნახვა-ანხილვა

ბლოგის შექმნა